საქართველოს “ევროვიზიის” აზერბაიჯანელი კონკურსანტი ესტუმრა

Posted: April 29, 2013 in Uncategorized

IMG_0560წელს “ევროვიზიაზე” საწართველოს ნოდიკო ტატიშვილისა და სოფო გელოვანის დუეტი წარადგენს. კონკურსის წესების მიხედვით კონკურსანტებს აქვთ პრომოტურები სხვადასხვა ქვეყნებში. პრომოტურის ფარგლებში ქართველი კონკურსანტები უკვე იყვნენ სომხეთში, გერმანიაში,ლუქსემბურგში, ჰოლანდიაში, ბელგიაში, საფრანგეთსა და უკრაინაში.IMG_0556

ამავე მიზნით საქართველოს ესტუმრა კონკურსის აზერბაიჯანელი მონაწილე  ფარიდ მამადოვი.  ქართველ კონკურსანტებთან და “ევროვიზიის” ქართველ  ორგანიზატორებთან ერთად  დღეს “Prime-Time”-ს პრესკლუბში

ჟურნალისტებს შეხვდა. მისი თქმით, საქართველოში ჩამოსვლის ერთ-ერთი  მიზეზი ისაა, რომ მას ბებია ქართველი ჰყავს და ქართული სიმღერებიც იცის. მან ორი ქართული სიმღერის პატარა მონაკვეთი წაიმღერა “ყვავილების ქვეყანა”  და “გახსენ ბაგე გამაგონე ხმა ბულბულისა” …

როგორც ფარიდმა აღნიშნა საქართველო მეგობრული ქვეყანაა, მოსწონს აქაურობა და ნოდიკოსა და სოფოს         მიუხედავად მათ შორის კონკურენციისა წარმატებებს უსურვებს.

“ევროვიზიის” ქართველი კონკურსანტები კონკურსის წინ ღელავენ, თუმცა ამბობენ რომ ყველაფერი უკვე მზადაა და ისინი  5 მაისს გაემგზავრებიან კონკურსზე, თუმცა აღნიშნავენ, რომ  ისინი პატრიარქთან შეხვედრამ ძალიან გაამხნევა. აზერბაიჯანელი და ქართველი კონკურსანტები კონკურსზე ერთ ტურში არიან და ისინი 16 მაისს იმღერებენ “ევროვიზიის” სცენაზე.

 

 

About these ads

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s